Friday, July 16, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა
  1. პროექტის სახელი: ძველი სამყაროს მეტროლოგია
    2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ ძველი სამყაროს მეტროლოგიის საზომ ერთეულებს, შეაგროვებენ მონაცემებს, შეადარებენ თანამედროვე საზომ ერთეულებს
    3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ძველი სამყაროს მეტროლოგიის შესახებ და დაადგენენ ძველი საზომი ერთეულებსა და თანამედროვე საზომ ერთეულებს შორის კავშირს. გარე სამყაროში მოსწავლეები ეძებენ გასაზომ ობიექტებს, ახარისხებენ მათ სიგრძის, ფართობის, მასის, მოცულობის და დროის საზომი ერთეულების მიხედვით. შეადგენენ ცხრილებს და აკავშირებენ ერთმანეთთან ძველ და ახალ საზომ ერთეულებს.მოსწავლეები დაამზადებენ ძველი სამყაროს მეტროლოგიის საზომ ხელსაწყოების მოდელებს სიგრძის, ფართობის, მასის, მოცულობის და დროის გასაზომად.
    4. მონაწილეთა ასაკი: 11–12 წლები. V-VI კლასები
    5. ვადები / ხანგრძლივობა: 2 თვე
    6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება და შეგროვება, დამუშავება, ცხრილების შედგენა, საზომი ხელსაწყოების მოდელების შექმნა, პრეზენტაცია და ბლოგების შექმნა.
    7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას და კლასიფიკაციას, ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას. გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების, სიდიდეების გაზომვისა და კლასიფიკაციის, მასალის კომპიუტერული დამუშავების თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებისა და მოდელების დამზადების უნარ–ჩვევა.
    8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები სხვაგვარად აღიქვავენ ობიექტებს, შეძლებენ გაზომვებთნ და გამოთვლებთან დაკავშირებულუი ამოცანების გადაჭრას, დაეხმარებიან სხვებს მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში, შექმნიან სასარგებლო ბლოგებს.
    9. სამუშაო ენა: ქართული
    10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
    11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეროვ.სასწ.გეგმა: მათ.V.4 . იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს.
  • ერთმანეთთან აკავშრებს სიგრძის და ფართობის ერთეულებს
  • ერთმანეთთან აკავშრებს ფართობის სხვადასხვა ერთეულებს. გამოსახავს ფართბის დიდი ერთულს მცირე ერთეულის გამოყენებით.


ისტორია: გაეცნობიან ძველი სამყაროს ეპოქას, ადმიანთა წვლილს მშენებლობაში, ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებაში

ხელოვნება: მეტროლოგიის ხელსაწყოების ფოტოების განხილვა და მოდელების დამზადება

უცხო ენა: ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და გადათარგმანა.

ისტ. : ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, პრეზენტაციების შექმნა, პროექტორის საშუალებით დემონსტრირება და ბლოგის შექმნა.

12. პროექტის ფასილიტატორი: მაია ხუნაშვილი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: maia.xunashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი
15. პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი